საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ, ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამასახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე, ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე.
"მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების გადატვირთვისა და გაჯანსაღების აუცილებლობას და ამისთვის ქართული მხარის მზადყოფნა, კიდევ ერთხელ, დაადასტურა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და საიმედო მოკავშირედ და იმედოვნებს, რომ ორმხრივი ურთიერთობები განვითარების დადებით დინამიკას დაუბრუნდება.
შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი, ხოლო, საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.