უკრაინას ახლა სჭირდება უფრო მეტი სამხედრო დახმარება, რომ დაიცვას თავისი ქალაქები, მოქალაქეები და ინფრასტრუქტურა - ჯოზეფ ბორელი

10 აგვისტო 2024, 11:45 297 ნახვა

უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა დაიცვას, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ, ქალაქ კონსტანტინოვკაში მდებარე სუპერმარკეტზე განხორციელებულ თავდასხმას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ და სხვა სამხედრო დანაშაულებზე რუსეთის პასუხისმგებლობას. უკრაინას ახლა სჭირდება უფრო მეტი სამხედრო დახმარება, რომ დაიცვას თავისი ქალაქები, მოქალაქეები და ინფრასტრუქტურა“, – წერს ბორელი.

გუშინ, 9 აგვისტოს, რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე მიიტანა იერიში. დაიღუპა 14 და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის სავარაუდოდ არიან ბავშვებიც. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი