საქართველო აგვისტოს ომის გმირებს იხსენებს. მათ ხსოვნას პატივი მიაგეს ყველა მუნიციპალიტეტში. ომში დაღუპულები გაიხსენეს ხულოსა და შუახევშიც, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
მთავრობის წევრებმა ხულოსა და შუახევში გმირების საფლავები, დაღუპულთა ოჯახები მოინახულეს და მემორიალები ყვავილებით შეამკეს.
ხულოდან 2008 წლის ომს 13 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.