რუსეთის სამხედრო მოქმედებები უკრაინაში

06 აგვისტო 2024, 13:20 97 ნახვა

რუსებმა უკრაინას წუხელ 4 ბალისტიკური რაკეტით, 2 მართვადი საავიაციო რაკეტით და 16 ე.წ. „კამიკაძე“ დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ  2 ბალისტიკური და 2 საავიაციო რაკეტა და 15 დრონი ჩამოაგდო, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა რაკეტები ვორონეჟის ოლქიდან, დრონები კი - ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან გაუშვეს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში