ირანის პასუხი აშშ-სა და არაბთა გაერთიანებული საემიროების დიპლომატებს

05 აგვისტო 2024, 10:44 338 ნახვა

ირანმა უარყო აშშ-ისა და არაბი დიპლომატების ინტენსიური მცდელობები, შეერბილებინათ მისი პასუხი „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს თეირანში მკვლელობაზე, - ინფორმაციას უოლ სთრით ჟურნალი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ინფორმირებული წყაროების ცნობით, ირანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არ აღელვებთ, გამოიწვევს თუ არა მათი პასუხი ომს.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა.

ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი