„ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიესა და „ჰეზბოლას“ მეთაურის მკვლელობის შემდეგ ბეირუთში ვითარება კვლავ დაძაბულია, რის გამოც შვედეთი ბეირუთში საელჩოს დახურვას გეგმავს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკვე მიმართეს თანამშრომლებს, დროულად დატოვონ ტერიტორია და კვიპროსში გაემგზავრონ.
სამინისტრო ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს შვედეთის მოქალაქეებსაც. გარდა ამისა, ბეირუთის მიმართულებით ფრენები შეაჩერა ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა.