სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის საწვრთნელი ღონისძიება

02 აგვისტო 2024, 11:51 405 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 9 წლის აღსანიშნავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ბაზაზე საჩვენებელ-საწვრთნელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა მებრძოლებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მოადგილეებთან ერთად პატივი მიაგო სამშობლოსათვის გმირულად დაღუპულ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მებრძოლთა ხსოვნას.

საჩვენებელი წვრთნა სპეცტექნიკისა და სპეციალური საბრძოლო სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მოიცავდა კონტრტერორისტული ოპერაციების რამდენიმე კომპონენტს. გამოყენებული იყო რამდენიმე ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი და ვერტმფრენი.

დასასრულს გრიგოლ ლილუაშვილმა მებრძოლები დააჯილდოვა სამკერდე ნიშნით „ღირსეული სამსახურისთვის“, ასევე გადაეცათ სიგელები, გენერალ-მაიორი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი