ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებთა ნაწილი გზაზე გამყოფი ზოლის რკინის კონტრუქციის გახსნასა და ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვს. მათი თქმით, რკინის ბარიერი ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილებაში ხელს უშლის. მათ ქუჩის მოპირდაპირედ მდებარე მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებასთან გადასვლისას პრობლემები ექმნებათ. მოსახლეობის მოთხოვნები საკრებულოს წევრებმა მოისმინეს. დიმიტრი დარჩია და ვაჟა რამიშვილი მათ საკითხის მოგვარებას დაჰპირდნენ.