საერთაშორისო ტურნირი საპლაჟო ფრენბურთში „შავი ზღვის ვარსკვლავები“ დასრულდა 

30 ივლისი 2024, 10:44 369 ნახვა

ბათუმის ქვიშის მოედანზე დასრულდა ტრადიციული ღია ჩემპიონატი საპლაჟო ფრენბურთში “შავი ზღვის ვარსკვლავები”, რომელიც ვაჟთა და გოგონათა შორის, სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.

წელს მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა დარეგისტრირდა, საერთო ჯამში ტურნირზე 80-მდე წყვილმა იასპარეზა. „შავი ზღვის ვარსკვლავები“ მეთერთმეტედ გაიმართა და წელს მას საერთაშორისოს სტატუსი მიენიჭა. გოგონათა შორის ტურნირის გამარჯვებული „ბათუმი“, გახდა, რომელმაც ფინალში სამტრედიელთა წყვილი დაამარცხა.

ვაჟთა შორის  თბილისის „პანამბამ“ „ქუთაისს“ მოუგო. 15 წლამდე გოგონათა შორის ბათუმური ფინალი გაიმართა და შესაბამისად, ჩემპიონიც და ვიცე-ჩემპიონიც ბათუმური წყვილი გახდა.

აქვე გეტყვით, რომ 3-4 აგვისტოს ბათუმის ქვიშის მოედანი საპლაჟო ფრენბურთში უკვე სამოყვარულო ტურნირს უმასპინძლებს.

შეჯიბრება აჭარის ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი