ზურიკო დავითაშვილმა "სენტ ეტიენის" მაისურით დუბლი და საგოლე პასი შეასრულა. სწორედ ქართველი ახალწვეულის ძალისხმევით, "მწვანეებმა" ამხანაგურ მატჩში 3:1 დაამარცხეს ესპანური ლა ლიგის ბინადარი "ვილიარეალი".
საქართველოს ნაკრების შემტევი მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაში.
56-ე წუთზე ჯერ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, მერე პარტნიორს გაატანინა, ბოლო წუთზე კი დუბლიც შეასრულა.