უნდა შევეჩვიოთ იმ ფაქტს, რომ ომი ფინეთის საზღვრებს უახლოვდება - ფინეთის პრეზიდენტი

28 ივლისი 2024, 19:23 369 ნახვა

ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ შტუბი ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე, რუსეთის აეროდრომ „ოლენიაზე“ განხორციელებული თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ფინეთის უსაფრთხოებას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ფინელები უნდა მიეჩვიონ იმას, რომ ომი მათ საზღვრებს უახლოვდება.

„ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმ ფაქტს, რომ უკრაინამ უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება ამ ომის მოსაგებად და ეს, ასევე, ნიშნავს სხვადასხვა ტიპის დარტყმებს. რუსეთიც გააგრძელებს ჰიბრიდულ დარტყმებს“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

შტუბის თქმით, რუსულ აეროდრომიზე განხორციელებულ იერიშთან დაკავშირებით ესაუბრა ფინეთის პრემიერ-მინისტრსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს.

„მთავარი მესიჯი არის ის, რომ ფინეთში შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ და შეგვიძლია რეაგირება“, – აცხადებს ფინეთის პრეზიდენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი