კამალა ჰარისის პრეზიდენტობა ნიშნავს, რომ იქნება ქაოსი, წარუმატებლობა და შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი - ტრამპი

28 ივლისი 2024, 15:35 352 ნახვა

დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩევლებს მინესოტას შტატში, სენტ კლაუდში შეხვდა.

ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას კამალა ჰარისი გააკრიტიკა.

„კამალა ჰარისის პრეზიდენტობა აშშ-სთვის ექსტრემიზმის კიდევ 4 წელი იქნება. ეს ნიშნავს, რომ იქნება ქაოსი, წარუმატებლობა და შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი. ისინი რადიკალები არიან. ვინმე ხედავთ მათ საქმიანობაში დემოკრატიას? არა, იმიტომ რომ ისინი რადიკალები არიან. თუ არ ითაღლითებენ, მათ მარტივად დავამარცხებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი