საომარი მოქმედებები გრძელდება უკრაინაში, სადაც რუსების მიერ სუმის ოლქის დაბომბვის შედეგად 1 ბავშვი დაიღუპა და დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც. სუმის ოლქის პროკურატურის განცხადებით, ოკუპანტმა იერიში, საერთაშორისო სამართლით აკრძალული ომის წარმოების მეთოდების გამოყენებით მიიტანა.
მტერმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან მეთოდების გამოყენებით, დაარტყა გლუხოვის ცენტრს. თავის მხრივ, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული „შაჰიდის“ ტიპის 8 დრონიდან 7 ჩამოაგდეს. თავდასხმის მოგერიებაში ჩართულია ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და სხვა დანაყოფები.