ისრაელის პრემიერ მინისტრი სიტყვით გამოვიდა აშშ-ს კონგრესში, ირანის წინააღმდეგ გლობალური ალიანსის შექმნის ინიციატივით და ვაშინგტონში პროპალესტინელი აქტივისტები გააკრიტიკა, რომლებიც ღაზაში ისრაელის ომს აპროტესტებდნენ.
„როცა ჩვენ ვებრძვით ირანს, ჩვენ ვებრძვით შეერთებული შტატების ყველაზე რადიკალურ და მოსისხლე მტერს“- თქვა ნეთანიაჰუმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.