ევროპის უმსხვილესს აეროპორტებში კლიმატის აქტივისტები დააკავეს

25 ივლისი 2024, 14:04 375 ნახვა

პოლიციამ  9 კლიმატის აქტივისტი დააკავა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ჰითროუს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი აეროპორტის პარალიზებას ცდილობდნენ.

აქტივისტები ველოსიპედით გადაადგილდებოდნენ აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მიმდებარე გზაზე, როცა პოლიციამ გააჩერა და დააკავა. ჰითროუს აეროპორტამდე ეკოაქტივისტები  აეროპორტის მუშაობის  შეფერხების ბრალდებით  ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიასა და შვეიცარიაში დააკავეს.

ფრანკფურტის აეროპორტმა შეაჩერა ფრენები დღეს დილით, როცა რამდენიმე კლიმატის აქტივისტმა დაბლოკა ასაფრენი ბილიკი. ანალოგიური აქციის გამო გუშინ გერმანიის კიოლნ-ბონის აეროპორტმა ფრენები რამდენიმე საათით შეაჩერა.  

პოლიციის განცხადებით, შვეიცარიაში სამი აქტივისტი ციურიხის აეროპორტის მისასვლელი გზის გადაკეტვის გამო დააკავეს. აქტივისტები დააკავეს ვენის, ოსლოს და ჰელსინკის ვანტაას აეროპორტებშიც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში