საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში დასრულდა

25 ივლისი 2024, 14:43 403 ნახვა

ბათუმში დასრულდა მშვილდოსნობის კლუბ „ხათუნას“ ორგანიზებით გამართული საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში, რომელშიც საქართველოსთან ერთად ყაზახეთის, სომხეთისა და დუბაის გუნდები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება სხვადასხვა დისტანციაზე და ასაკობრივ კატეგორიებში ჩატარდება.

გამარჯვებულები როგორც ერთეულთა თანრიგში, ასევე გუნდურში და შერეულ წყვილთა შორის გამოვლინდნენ.

საქართველოს ქართველმა მშვილდოსნებმა სხვადასხვა სინჯის არაერთი მედალი მოიპოვეს. ქალთა შორის ქართული ფინალი შედგა, სადაც მარნეულელმა სალომე ხარშილაძემ აჭარის წარმომადგენელი ირა არჯევანიძე დაამარცხა.

აქვე გეტყვით, რომ 28-29 ივლისს კი ანგისის სასროლეთი საქართველოს თასის გათამაშებას უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი