ფილიპინების სანაპიროებთან ტანკერი ჩაიძირა

25 ივლისი 2024, 10:50 669 ნახვა

საზღვაო ტანკერი, რომელსაც სამრეწველო საწვავი გადაჰქონდა,  ფილიპინების მახლობლად შტორმში მოჰყვა და  ჩაიძირა. სანაპირო დაცვის მაშველები  ეკიპაჟის დაკარგულ წევრს ეძებენ. საზღვაო კატასტროფას ნავთობის მასშტაბური  დაღვრა მოჰყვა.

ტრანსპორტის მინისტრის ინფორმაციით,  ტანკერს  ათას 494 ტონა სამრეწველო საწვავი გადაჰქონდა.  გამოძიებამ უნდა დაადგინოს უკავშირდება თუ არა საზღვაო კატასტროფა ტაიფუნ „გაემის“, რომელმაც ოთხშაბათს  დედაქალაქი მანილა და მიმდებარე ქალაქები დატბორა.

მთავრობის მონაცემებით, ტაიფუნისა და მუსონური წვიმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და მსხვერპლთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში