ოლაფ შოლცი კამალა ჰარისს გამარჯვებას უსურვებს

24 ივლისი 2024, 19:52 154 ნახვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს. ამის შესახებ  პრესკონფერენციაზე  გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. კანცლერმა ჰარისს კომპეტენტური და გამოცდილი პოლიტიკოსი უწოდა. 

„კომპეტენტური და გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელმაც ზუსტად იცის, რას აკეთებს. ვფიქრობ, დიდი ალბათობით, კამალა ჰარისი მოიგებს არჩევნებს,” - თქვა შოლცმა და დასძინა, რომ ამომრჩევლები შეერთებულ შტატებში თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას. კამალა ჰარისმა დემოკრატების ეროვნულ კონვენციაზე დელეგატების უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი