ბოლო დროს, რუსეთიც და უკრაინაც მზადყოფნას გამოთქვამენ მოლაპარაკებების დასაწყებად- ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით, მხარეები კონკრეტულ დროსა და პირობებზე არ ჩამოყალიბებულან, თუმცა ჩინეთი მხარს დაუჭერს სამშვიდობო ძალისხმევას და მზად არის ამ საქმეში კონკრეტული როლი შეასრულოს.
მოლაპარაკებები უნდა იყოს გონივრული და შინაარსობრივი, რაც მიმართული იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადება უნისონშია რუსეთის პოზიციასთან. მოგვიანებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა დმიტრო კულებას განცხადება, რომელიც მინისტრმა ჩინელ კოლეგასთან, ვან ისთან მოლაპარაკების დროს გააკეთა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი აწარმოოს გარკვეულ ეტაპზე, თუმცა ამ დროისთვის მოსკოვისგან ასეთი მზაობა არ შეიმჩნევა.