საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში 

22 ივლისი 2024, 14:08 526 ნახვა

ბათუმის მშვილდოსნობის კლუბ „ხათუნას“ ორგანიზებით ანგისის სასროლეთზე მშვილდოსნობაში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოსთან ერთად ყაზახეთის, სომხეთისა და დუბაის გუნდები მონაწილეობენ. შეჯიბრება სხვადასხვა დისტანციაზე და ასაკობრივ კატეგორიებში ტარდება.

ასპარეზობა როგორც ერთეულთა თანრიგში, ასევე გუნდურში და შერეულ წყვილთა შორის მიმდინარეობს. გუნდურ ჩათვლაში დიდებს შორის ყაზახეთის ნაკრებმა გაიმარჯვა, მეორე-მესამე ადგილებზე კი „აჭარა 1“ და „აჭარა 2“ გავიდნენ.

ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილი თბილისის გუნდმა დაიკავა, მეორეზე აჭარა გავიდა, მესამეზე კი სომხეთის გუნდი. უმცროსი ასაკის მშვილდოსანთა შორის სომეხმა სპორტსმენებმა გაიმარჯვეს, მეორეზე აჭარისა და სომხეთის ერთობლივი გუნდი გავიდა, მესამეზე ადგილი კი სომხეთის მეორე ნაკრებმა დაიკავა.

დღეს შერეულ წყვილთა შორის გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

ხვალიდან კი შეჯიბრება ერთეულთა თანრიგში დაიწყება. ტურნირი 25 ივლისს დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი