ისრაელის პრემიერ-მინისტრი იემენში, შიიტი „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებულ ქალაქ ჰოდეიდაზე, სამხედრო ავიაციით განხორციელებულ იერიშს გამოემხაურა. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის იერიში იმენზე, მტრებისთვის მკაფიოს ხდის, რომ არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მიწვდება.
პრემიერმა დაამატა, რომ ისინი საკუთარ თავს ყველა გზით, ყველა ფრონტზე დაიცავენ. აღნიშნა, რომ ეს იყო პასუხი თელ-ავივზე „ჰუსიტების“ მიერ დრონით მიტანილ იერიშზე. ნეთანიაჰუმ ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, გაამკაცრონ ზომები ირანისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების წინააღმდეგ.