დაბა ქედაში, კიდევ ერთი 70 ოჯახზე გათვლილი სოციალური სახლი აშენდება. ტერიტორია უკვე ცნობილია. თამარ მეფის ქუჩა #9 ში სახლის ასაშენებლად საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა და გამარჯვებული კომპანიაც ცნობილია.
" აჭარკაპმშენმა" პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს. სატენდერო დოკუმენტის მიხედვთ, ბინები საშუალოდ 60 დან 85 კვ.მ ფართობის იქნება. საპროექტო სამუშაოებისთვის მერია ბიუჯეტიდან 333 000 ლარს დახარჯავს.
თუ რა კრიტერიუმების მიხედვით გადაეცემათ ოჯახებს ბინები, ამას მერიაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ. ქედის მუნიციპალიტეტში უკვე არსებობს სამი სოციალური სახლი, სადაც 50- ზე მეტი ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს.
გარდა ამისა მოქმედებს ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამაც, რომლითაც სიძველით დაზიანებული სოციალურად დაუცველი ოჯახები სარგებლობენ.