საქართველოს რკინიგზა 1 აგვისტოდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

20 ივლისი 2024, 11:24 406 ნახვა

„საქართველოს რკინიგზა" 1 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით და 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

მათივე ცნობით, 1 აგვისტოდან ასევე იხსნება თბილისი-ბათუმი-თბილისის ღამის სამგზავრო მატარებელი.

მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი, 1 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით, 06:30 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით - 14:20 საათზე.

ამასთან, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი, 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, გავა 10:25 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით - 17:20 საათზე.

„ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/

სწრაფი გადახდის აპარატებით

საქართველოს რკინიგზის სალაროებში

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით", - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში".

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში