ერთ წელიწადაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მისვლას, ახალი სარკინიგზო მაგისტრალით შევძლებთ. აეროპორტთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზისა და სადგურ "კოპიტნარის" მშენებლობის დაწყების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. პრემიერმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დროის ათვლის დაფა ჩართო, რომელზეც რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობამდე დარჩენილი დღეების რაოდენობაა მითითებული.
ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალთან გაჩერდება. მშენებლობას სრულად საქართველოს რკინიგზა დააფინანსებს. პროექტის ღირებულება 5 მილიონი ლარი.