საქართველოს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. განხილვა თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება, რის შემდეგაც რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ და კენჭს უყრიან. მეორე-მესამე მოსმენით განხილვა საშემოდგომო სესიის ფარგლებში გაგრძელდება.
პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება. ცნობილია, რომ ამნისტია მძიმე დანაშაულებს არ შეეხება.
ინიციატივა "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის. ოპოზიციის ნაწილს იგი წინასაარჩევნო ქმედებად მიაჩნია და არა როგორც ჰუმანური აქტი. ნაწილი კი სესიაზე დასწრებას და განხილვებში მონაწილეობას გეგმავს.