ურსულა ფონ დერ ლაიენი კვლავ ევროკომისიის პრეზიდენტია

18 ივლისი 2024, 19:56 391 ნახვა

401 მომხრე 284 მოწინააღმდეგე - ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს. ვიდრე კენჭისყრა შედგებოდა, პარლამენტში გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა წარადგინა პროგრამა, რომელიც კონცენტრირებულია კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე, მან ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ამ კონტექსტში ახსენა საქართველოც. ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიულოცა. თემის დეტალები გუგული ბერიძის რეპორტაჟში 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში