ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

18 ივლისი 2024, 18:03 141 ნახვა

401 მომხრე 284 მოწინააღმდეგე - ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს. ვიდრე კენჭისყრა შედგებოდა, პარლამენტში გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა წარადგინა პროგრამა, რომელიც კონცენტრირებულია კეთილდღეობაზე და უსაფრთხოებაზე, მიემართება რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში, გლობალურ ეკონომიკურ კონკურენციას და კლიმატის ცვლილებებს. მან ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ამ კონტექსტში ახსენა საქართველოც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში