ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატზე განხოირციელებულ თავდასხმას ეხმაურებიან საქართველოში. პრემიერ მინისტრი სოციალურ ქსელში გმობს ძალადობას და პრეზიდენტ ტრამპს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს. „ ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!“ - წერს ირაკლი კობახიძე.
ტრამპზე შეიარაღებულ თავდასხმით "ღრმად შოკურებულია" პრეზიდენტიც. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს.პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ძალადობას დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.