ჩვენ არ შევიწყნარებთ ასეთი ტიპის ძალადობას, ეს დემოკრატიაზე თავდასხმაა - აშშ-ის გენერალური პროკურორი

14 ივლისი 2024, 18:21 328 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით, აშშ-ს გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი აცხადებს, რომ  ასეთი ტიპის ძალადობა არის თავდასხმა დემოკრატიაზე.

„ჩვენ არ შევიწყნარებთ ასეთი ტიპის ძალადობას, ეს დემოკრატიაზე თავდასხმაა. იუსტიციის დეპარტამენტი აამოქმედებს ყველა შესაძლო რესურსს გამოძიებისთვის.

 

`შემატყობინეს ყოფილი პრეზიდენტის მიტინგზე სროლის შესახებ და ვაცნობე პრეზიდენტს. გამოძიების ფედერალური ბიურო, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებლების ბიურო, პენსილვანიის პროკურატურა და დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების დანაყოფი ამჟამად მუშაობენ საიდუმლო სამსახურთან, შტატისა და ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებთან ერთად შემთხვევის ადგილზე ბათლერში, პენსილვანიაში“, – აღნიშნულია აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებაში.

გენერალურმა პროკურორმა ასევე მიუსამძიმრა თავდასხმის შედეგად დაღუპულ და დაშავებულთა ოჯახის წევრებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი