პუტინზე თავდასხმის მცდელობები იყო, მაგრამ წარუმატებელი - კირილ ბუდანოვი

14 ივლისი 2024, 15:37 305 ნახვა

პუტინზე თავდასხმის მცდელობები იყო, მაგრამ წარუმატებელი, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა ისაუბრა.

„მცდელობები იყო, მაგრამ, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, პუტინი, დიდი ხანია, აღარ არის კომპრომისული ფიგურა თავისი წრისთვის და დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ რუსებს იგივე განცდა ექნებათ, რაც ადრე სხვა დიქტატორის, იოსებ სტალინის გარდაცვალების დროს ჰქონდათ.

„როგორც ჩემი ბებია მეუბნებოდა, ხალხი სტალინის სიკვდილის შემდეგ ფიქრობდა, რომ მათი მთელი სამყარო დაინგრა, გაურკვეველი იყო, როგორ უნდა ეცხოვრათ. პუტინი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელისუფლებაშია, ასე რომ, ეს იქნება მსგავსი გრძნობა, მაგრამ ახლა რუსებს აქვთ მისი დაკარგვის შიში, რადგან ის არის მათ ცხოვრებაში სტაბილურობის მთავარი გარანტი”, – განაცხადა ბუდანოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი