შუახევის მუნიციპალიტეტმა, შარშანდელ კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტის სტატუსით, პროფესიული უნარების სააგენტოს კონკურსის - „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა.
წლის შემაჯამებელი ღონისძიება, პანელური დისკუსიის ფორმატში გაიმართა. ღონისძიების ბოლოს, დაჯილდოვდნენ თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტები.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა რეგიონულ დონეზე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის სამომავლო თანამშრომლობის წახალისება.