დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო - ტრამპი დაშავებულია

14 ივლისი 2024, 10:10 206 ნახვა

პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო. დონალდ ტრამპი დაშავებულია.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, სროლის ხმა იმ დროს გაისმა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ტრამპი სახის არეში დაშავდა.

პირი, რომელმაც ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე ისროლა, განეიტრალებულია.

მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულია მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი, ერთი პირი კი, მძიმე მდგომარეობაშია.

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში