რუსეთმა სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს, - ამის შესახებ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანესმა განაცხადა.
„რუსეთს შეუძლია ეს გზავნილი მიიღოს: უკან დაიხიეთ. რუსეთი აქაც და მთელ მსოფლიოში ჯაშუშობითაა დაკავებული“, - განაცხადა ენტონი ალბანესმა.
გუშინ, ავსტრალიის ფედერალურმა პოლიციამ ავსტრალიის მოქალაქეობის მქონე წყვილი დააკავა, რომლებიც ავსტრალიის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მასალებზე წვდომის მოპოვებას ცდილობდნენ.
წყვილის დაკავებას ავსტრალიაში რუსეთის საელჩო გამოეხმაურა და განაცხადეს, რომ დაკავების მიზანს, ანტირუსული პარანოიის ახალი ტალღის გაღვივებით, მმართველი „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკის მრავალი წარუმატებლობისგან, ავსტრალიელების ყურადღების გადატანა წარმოადგენს.