ისრაელის თავდაცვის მინისტრი, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის დროს, თავდაცვის წარუმატებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფო გამოძიებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო პროცესმა თავად მინისტრიც უნდა მოიცვას.
იოავ გალანტის თქმით, როგორც თავდაცვის მინისტრი, ასევე პრემიერი, თავდაცვის ძალები და ყველა სხვა პასუხისმგებელი პირი უნდა ჩაერთოს გამოძიებაში.
გალანტმა ასევე აღნიშნა, რომისინი ვალდებულები არიან მოქალაქეების წინაშე, ვინაიდან დაკისრებული დავალება ვერ შეასრულეს და ვერ შეძლებს მათი დაცვა, რის გამოც, აუცილებელია გამოძიება ჩატარდეს ეროვნულ დონეზე და დაზუსტდეს ყველა ფაქტი.