კალიფორნიაში ჰაერის მაღალი ტემპერატურა და დაბალი ტენიანობა ხელს უწყობს ხანძრის სწრაფ გავრცელებას. სანტა ბარბარას ცაზე კვამლის დიდი სვეტები ჩანს.
ადგილობრივი სახანძრო სამსახურის განცხადებით, სტიქიური უბედურების რაიონში მასშტაბური ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია 3 ათასზე მეტი პერსონალი, 221 სახანძრო მანქანა, 28 ვერტმფრენი და 77 ბულდოზერი.
ადგილობრივი მეხანძრეების მონაცემებით, ცეცხლი 29 ათას ჰექტარზეა გავრცელებული. ევაკუირებულია მოსახლეობა.