უკრაინას შეუძლია და გააჩერებს პუტინს - ბაიდენი

10 ივლისი 2024, 10:09 365 ნახვა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის "სრული მხარდაჭერა" უკრაინის მიმართ, როცა ვაშინგტონის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს მიესალმა.

ღონისძიებას ყურადღებით აკვირდებიან მოკავშირეები როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რათა დარწმუნდნენ, რომ ჯო ბაიდენს ჯერ კიდევ შესწევს ძალა და უნარი იყოს მსოფლიო ლიდერი.

81 წლის ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო  დემოკრატ კონგრესმენთა  და საარჩევნო კამპანიის დონორთა ნაწილი შიშობს, რომ 27 ივნისის წარუმატებელი დებატების შემდეგ ბაიდენი დამარცხდება 5 ნოემბრის არჩევნებში.

ბაიდენი 78 წლის რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარის თქმას არ აპირებს და პირობას სდებს, რომ ნოემბერში  მას დაამარცხებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი