კრემლი კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმას უარყოფს

09 ივლისი 2024, 13:54 372 ნახვა

კრემლის მტკიცებით, კიევის ბავშვთა საავადმყოფოს მოხვდა უკრაინული ანტი-რაკეტა და არა რუსული რაკეტა. დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  რუსეთი არ ახორციელებს დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე. უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რუსეთმა ორშაბათს სარაკეტო დარტყმები მიიტანა კიევის მთავარ ბავშვთა საავადმყოფოსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე, რის შედეგადაც 41 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია მტკიცებულებაც    - კერძოდ, რაკეტის უკანა ნაწილის ფრაგმენტები სერიული ნომრით და მართვის სისტემის ნაწილი. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში