კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის დღეები ინეგოლში

06 ივლისი 2024, 20:10 398 ნახვა

კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის დღეები ინეგოლში გრძელდება. მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ისე თურქული ქორეოგრაფიული ანსამბლები. 

ტრადიციულად ქართულო ცეკვები  შეასრულეს ანსამბლ “ჩვენებურები”-ს წევრებმა . ანსამბლი,  კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ცენტრთან წლებია არსებობს და  რამდენიმე თაობას ითვლის.

ფესტივალზე ბათუმიდან ჩავიდა ანსამბლი “მთაწმინდა” და ასე დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. 

იყო სიტყვით მიმართვები და დაჯილდოვება. ფესტივალი ინეგოლში უკვე  24-ედ იმართება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი