ბათუმის სპორტის სასახლემ ჩერლიდინგში აჭარის ღია ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირი ტრადიციულია და უკვე მეოთხე წელია ტარდება, თუმცა ამჯერად მონაწილეთა რაოდენობა, გასულ წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილი იყო. კვალიფიციური ჟიურის მოხიბვლას საკუთარი ქორეოგრაფიული შესაძლებლობებით რვაასამდე მონაწილე ცდილობდა. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გარდა, ჩერლიდერები უცხოეთიდანაც მონაწილეობდნენ.