საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ფილიპინებთან გამართა.
ალექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ქართველებმა პირველი ოფიციალური მატჩი მოიგეს - 96:94, თუმცა ნახევარფინალში ვერ გავიდნენ. ჩვენს გუნდს ფილიპინებთან 19-ქულიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდა. ასეთ შემთხვევაში ჯგუფიდან პირველი ადგილით ლატვია გავიდოდა, მეორეთი – საქართველო.
საბოლოოდ ჯგუფი სამივე გუნდმა თითო მოგებით დაასრულა, ბურთების უკეთესი სხვაობით კი პირველ ადგილზე ლატვია გავიდა, მეორეზე – ფილიპინები, მესამეზე – საქართველო.