თურქეთის ქალაქ იზმირში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ძიუდოში წარმატებით იასპარეზეს ბათუმელმა ძიუდოისტებმა. შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში - ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში ჩატარდა. ვახტანგ ზოიძის შეგირდებმა საერთო ჯამში სხვადასხვა სინჯის ოთხი მედალი მოიპოვეს.
ჭაბუკთა შორის ტურნირის ვიცე-ჩემპიონები ანდრია გენძეხაძე და დაჩი შერიფაძე გახდნენ.
ახალგაზრდებს შორის ჩემპიონის ტიტული თომა გელაშვილმა მოიპოვა, ლუკა დავითაძე კი ბრინჯაოს დასჯერდა.