საინვესტიციო კომპანიების ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  

04 ივლისი 2024, 14:08 584 ნახვა

აჭარის რეგიონში მსხვილმა საინვესტიციო კომპანიებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.  ‘’Wyndham Grand Residences Batumi Gonio’’-ს მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მმართვის ხელშეკრულება კომპანია european Village-სა და მსოფლიოში უმსხვილეს მმართველ კომპანია aimbridge hospitatily-ს შორის გაფორმდა.

მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი საქართველოში იქნება პირველი ,,all inclusive" სერვისის მიმწოდებელი მაღალბიუჯეტიანი ტურისტების სეგმენტისთვის. 

კომპლექსის მშენებლობა გონიოში მიმდინარეობს და ის 2025 წლის ბოლოს დასრულდება. მართვის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას რეგიონის ოფიციალური პირები დაესწრნენ.   

ყურადღება გამახვილდა ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და მაღალი კლასის სასტუმროების მნიშვნელობაზე.  

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი