საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი რიგაში, მასპინძელ ლატვიასთან ჩაატარა და დიდი ანგარიშით 83:55 დამარცხდა.
ჩვენს ნაკრებში საუკეთესო 14 ქულით და 4 მოხსნით სანდრო მამუკელაშვილი იყო, 7 ქულა და 6 მოხსნა, გოგა ბითაძემ მიითვალა, ხოლო რატი ანდრონიკაშვილის ანგარიშზე 6 ქულა დაგროვდა. მასპინძლებს კი 18 ქულით, არტურს შტრაუტინსმა ულიდერა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 4 ივლისს ფილიპინებთან გამართავს.