ორბანი კიევში ჩავიდა

02 ივლისი 2024, 14:19 351 ნახვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. 2012 წლის შემდეგ ეს ორბანის პირველი ვიზიტია უკრაინაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერის კორტეჟი აეროპორტიდან პირდაპირ კიევში, უნგრეთის საელჩოსკენ გაემართა.

დღეს დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან.   გასული კვირის ბოლოს ორბანი და ზელენსკი ერთმანეთს ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. 1-ელ ივლისს უნგრეთმა ევროკავშირის საბჭოს ექვსთვიანი თავმჯდომარეობა გადაიბარა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში