ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში კურსდამთავრებულებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ჩატარდა კონცერტი სტუდენტების მონაწილეობით და მანტიების გადაცემის ცერემონია.
სასწავლებლის სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელ კურსზე 40-მდე სტუდენტი სწავლობს.
სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების დაცვის შემდეგ ისინი დიპლომებს მიიღებენ. რაც შეეხება კურსდამთავრებულთა დასაქმებას, რექტორის თქმით, მაჩვენებელი მზარდია.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს 17 საგანმანათლებლო პროგრამა აქვს.