გვარა-ხუცუბნის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის მოწესრიგებას ითხოვს გვარას მოსახლეობა. ადგილობრივების განცხადებით გზით 100-მდე ოჯახი სარგებლობს .აჭარის საგზაო დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ ბიუჯეტის ცვლილების დროს სარეაბილიტაციო თანხებს გაითვალისწინებენ, თუმცა უწყებაში ზუსტ ვადებს ვერ ასახელებენ.