„ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში“-საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები.
ასევე სპეციალური ჯილდო გადაეცემათ უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეებს, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყვეს საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.
დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავება, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობაა.