ტარიელ ფუტკარაძისადმი მიძღვნილი საღამო

25 ივნისი 2024, 19:52 688 ნახვა

ხულოში პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის საღამო გაიმართა. კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე პროფესორის მეგობრები, ახლობლები საჯარო და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მეცნიერის დამსახურებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

ასევე წაიკითხეს ლექსები, წერილები. ტარიელ ფუტკარაძე  წლების განმავლობაში ემსახურებოდა საგანმანათლებლო სფეროს, იყო არაერთი ნაშრომისა და პუბლიცისტური წერილის ავტორი, ასევე იგი გახლდათ ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი. არის 330-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა 30 დიალექტოლოგიური ექსპედიცია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი