ბლინკენი ისრაელის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

25 ივნისი 2024, 13:30 299 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ისრაელის თავდაცვის მინისტრს იოავ გალანტს შეხვდა. მათ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობები განიხილეს, რაც უზრუნველყოფს ყველა მძევლის გათავისუფლებას.

სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი ზომების მიღება ღაზაში ჰუმანიტარული მუშაკების დასაცავად და პალესტინელი ხალხისთვის დახმარების გასაწევად.

ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა პოსტკონფლიქტურ პერიოდში ღაზის უსაფრთხოების, მმართველობისა და მისი აღდგენის მიზნით მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში