ზელენსკიმ შეიარაღებულ ძალებში საკადრო ცვლილებები განახორციელა

25 ივნისი 2024, 08:51 323 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური იური სოდოლი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, სოდოლს გენერალი ანდრეი ჰნატოვი ჩაანაცვლებს. უკრაინის პრეზიდენტს საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე განმარტება არ გაუკეთებია.

იური სოდოლი უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტს მიმდინარე წლის 11 თებერვლიდან იკავებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში